back to urticaria day
Language

Georgia

ვინ ზრუნავს? UCARE! 

მალე დადგება 1 ოქტომბერი და კვლავ აღსანიშნია ურტიკარიის დღე. და ვინ ზრუნავს? UCARE! UCARE არის სპეციალიზებული სამკურნალო ცენტრების მსოფლიო ქსელი (ურტიკარიის რეფერენს და საუკეთესო საქმიანობის ცენტრები), სადაც მომუშავე ექიმები არა მხოლოდ გათვითცნობიერებულნი არიან ურტიკარიის შესახებ, არამედ მათი ამოცანაა ურტიკარიის მქონე პაციენტებს შესთავაზონ საუკეთესო მკურნალობა და მოვლა, რისთვისაც თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გლობალური ქსელის ყველა წევრი უზრუნველყოფს ურტიკარიის მქონე პაციენტების მკურნალობას უახლესი გაიდლაინების შესაბამისად (ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით). ამგვარად, UCARE ზრუნავს! UCARE მონაწილებს წლევანდელი ურტიკარიის დღის აღნიშვნაში და სარგებლობს რა ამ დიდი შესაძლებლობით, ცდილობს აამაღლოს პაციენტების, მათ ოჯახის წევრების, ექიმების, პოლიტიკოსების, მედიისა და მსოფლიოს დარჩენილი ნაწილის ინფორმირებულობა ურტიკარიის შესახებ. გარდა ამისა, UCARE-ს სურს ხელი შეუწყოს სხვა ექიმების განათლებას, რათა მიღებული ცოდნა მათ გამოიყენონ ურტიკარიის მქონე პაციენტების ოპტიმალური მკურნალობისათვის.
მიუხედავად UCARE-ის მიერ მხარდაჭერისა, ურტიკარიის დღე წარმოადგენს დღეს, რომლის ყურადღების ფოკუსში ურტიკარიის მქონე პაციენტები არიან. ასე რომ, შემოგვიერთდით ურტიკარიის დღე 2019-ის აღსანიშნავად და გააკეთეთ საკუთარი ღონისძიების ორგანიზება! მოიწვიეთ ურტიკარიის მქონე სხვა პაციენტები ერთობლივ ზეიმზე. შესაძლებელია გაჩნდეს უკეთესი პირობები რეგიონალური თვით-დამხმარე ჯგუფების შესაქმნელად. თქვენი კლინიკის ექიმები დამუხტეთ თქვენი ენთუზიაზმით ურტიკარიის დღე 2019-ის აღსანიშნავად, შესაძლოა, მათ თვითონ ჩაუტარონ ტრეინინგი სხვა ექიმებს, ან შესაძლოა, ისინიც შეუერთდნენ UCARE-ის ქსელს. გააგრძელეთ ურტიკარიის დღე 2019-ის შესახებ სიახლეების გავრცელება, გამოიყენეთ ტვიტერი, ფეისბუკი, დაგვეხმარეთ, რომ ურტიკარიის დღე 2019 გავაცნოთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სხვა დაავადებულ ადამიანებს. თქვენ შეგიძლიათ დაპოსტოთ ყველა თქვენი ღონისძიება ჩვენთან ერთად ისე, რომ თქვენმა პერსონალურმა ურტიკარიის დღე 2019-მა მოიპოვოს სრული წარმატება. ყოველი მხარდაჭერა ფასეულია - დაგვეხმარეთ, რომ ურტიკარიის დღე 2019-ის აღნიშვნამ მოიპოვოს გლობალური წარმატება!
ურტიკარიის დღე 2019-ის აღნიშვნის ინიციატორია unev, ურტიკარიის ქსელი e.V., UCARE და მსოფლიოს ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან ალერგიისა და ურტიკარიის მქონე პაციენტთა ინტერესებს.

info